12:11 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 16:33:13, 327 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ბორელის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს.

გარდა ამისა, ის მოუწოდებს ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შეიძლება საქართველოს ევროპულ გზას საფრთხე შეუქმნას.

„თუ მიღებული იქნება, ის შეზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის მუშაობასა და გამოხატვის თავისუფლებას.

ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შეიძლება სართხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ გზას.“, - წერს ბორელი.

შეგახსენებთ, დღეს, 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„სელფი“ Tbilisi Design Festival-ის მხარდამჭერია
შემოსავლების სამსახური - სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
ნინო თანდილაშვილი მე-15 პეტერსბერგის კლიმატის დიალოგში (Petersberg Climate Dialogue) სიტყვით გამოვიდა
პრეზიდენტი - ვინც თესავს დაპირისპირებას, საკუთარი ჯარის წინააღმდეგაც არის - ვინც ქადაგებს ერთობას, მომავალზე დებს ფსონს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics