2024-04-30 12:01:05, 259 ნახვა
სამართალი
შემოსავლების სამსახური - სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი", მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 201,3 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 33 144,63 ლარი შეადგინა. „საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქე ა.დ.-ს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 7518.41 ლარის ოდენობით განესაზღვრა, ხოლო სამართალდამრღვევი მოქალაქის ს.ო.-ს საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|