23:40 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 15:45:58, 317 ნახვა

საზოგადოება
არასამთავრობოები - მოვუწოდებთ პოლიციას, შეწყვიტოს შეკრების თავისუფლებაში ჩარევა, უკანონო დაკავებები და ფიზიკური ძალადობა

არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც პოლიციას და საგამოძიებო სამსახურს „გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევის, უკანონო დაკავებების, მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შეწყვეტისა და პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების მოკლე დროში გამოძიებისკენ" მოუწოდებენ.

„ექსპრესნიუსი“ ერთობლივ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გუშინ, 16 აპრილს, პოლიციამ 13 მშვიდობიანი ადამიანი დააკავა, რომელიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდა და საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა. ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდით დაკავებულებს იზოლატორებში და ვხვდებოდით მათ, ვესაუბრებოდით, აღვწერდით მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დაკავებულთა უმეტესობას ფიზიკური დაზიანების ნიშნები აქვს, ხოლო სამი მათგანი - ამჟამად ჰოსპიტალიზებულია. ისინი აცხადებდნენ, რომ მიუხედავად დაკავებისა თუ დაზიანებისა, გააგრძელებენ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

მოვუწოდებთ პოლიციას, შეწყვიტოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევა, უკანონო დაკავებები და მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობა. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ ყველა დაკავებულის უფლებას. ჩვენ ვემსახურებით ქართველ ხალხს. არც ერთი ადამიანი, რომელიც კანონიერად სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, არ დარჩება სამართლებრივი მხარდაჭერის გარეშე.

არა რუსულ კანონს!“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევა დაიწყო, გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებით
დარბევის შედეგად, ათობით აქციის მონაწილეს სასწრაფო დახმარება დასჭირდა
შსს - აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - სამინისტრომ სპეციალური საშუალებები გამოიყენა
პოლიციელები და სპეცრაზმი რუსთაველზე მოქალაქეებს ძალადობრივი მეთოდებით აკავებენ - ვიდეო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics