2024-04-30 23:24:03, 354 ნახვა
პოლიტიკა
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევა დაიწყო, გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებით
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევა სპეცსაშუალებების გამოყენებით დაიწყო. სპეცდანიშნულების რაზმი იყენებს ცრემლსადენ გაზს და წიწაკის სპრეის. დარბევა სასტიკი მეთოდებით, მათ შორის ცემით ხდება.
"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, სპეცრაზმმა გამოიყენა ასევე რეზინის ტყვიები. პარალელურად, მიმდინარეობს აქციის მონაწილეების დაკავება.
დაშავებულია ათობით ადამიანი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,