14:29 - 21 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 22:23:02, 319 ნახვა

საზოგადოება
შსს - აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - სამინისტრომ სპეციალური საშუალებები გამოიყენა

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, "აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი".

მათივე ცნობით, "მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები გამოიყენა".

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე.

მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებისა, რომ გაეთავისუფლებინათ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გამოსასვლელები, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.

კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ოცნება“ - ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს შანტაჟის ენით ელაპარაკებიან
კალაძე - მოსახლეობას გააზრებული აქვს, რომ „ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია
Politico - EU ივნისში უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს
მაისის განმავლობაში ბათუმს უცხოელი ჟურნალისტები 10-მდე ქვეყნიდან სტუმრობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics