07:25 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 17:12:07, 1956 ნახვა

კომენტარი
იოჰანეს ჰანი: წელს ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება

ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და როგორც ჩანს, 2017 წელს ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, - ამის შესახებ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა. 

როგორც ჰანმა აღნიშნა, ევროკავშირი ასოცირების შეთანხმების განხორციელების პოზიტიურ შედეგებს ხედავს.

„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განახლებული დღის წესრიგი 2020 წლამდე ერთობლივი მუშაობისთვის პრიორიტეტების პრაქტიკულ ჩარჩოს გვაძლევს. ევროკავშირის სტანდარტებთან და რეგულაციებთან დაახლოება საქართველოს უფრო მეტ საშუალებას მისცემს, საერთაშორისო ბაზრის მოთამაშე გახდეს. ის ფაქტი, რომ 2017 წლის ივლისში საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელმაც ევროკავშირი და საქართველო დააახლოვა", - განაცხადა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა.

 

 

ევროკომისია: საქართველო რეგიონში უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია

ევროკომისია: ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და მაჩვენებლები ამ ტენდენციის გაგრძელებაზე მიუთითებს

ევროკომისია: ევროკავშირის პრიორიტეტები საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან თანხვედრაშია

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics