03:20 - 05 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-25 15:34:39, 662 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა დღეს, 25 აპრილს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციას - "საქართველოში უცხოური აგენტის კანონის აღდგენის მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ" - კენჭი ცოტა ხნის წინ უყარეს. 

მას მხარი 425 ევროდეპუტატმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, 30-მა კი, თავი შეიკავა. 

რეზოლუციის საბოლოო ტექსტი ევროპარლამენტის ვებგვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა. პროექტში კი, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი და რომელიც ასე გამოიყურებოდა, შემდეგ შესწორებები შევიდა:

1. გმობს აქტიურ პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნებული და პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირად როლს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყნის კურსისთვის ძირის გამოთხრის მორიგ მცდელობაში, რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნებით. კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას ევროპული საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის და მისი ხალხის ინტერესების წინააღმდეგოდ მუშაობისთვის;

2. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარულ საფუძველზე გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის საშუალება მისცეს; აღნიშნავს, რომ მისი საქმე კიდევ უფრო ხაზს უსვამს მართლმსაჯულების სისტემის ნამდვილი რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას;

3. მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ კი, ფუნდამენტური უფლებების მაჩვენებელზე, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია;

4. მოუწოდებს „ქართული ოცნებას“, გააუქმოს შემოთავაზებული საკონსტიტუციო კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ლგბტქ უფლებებს, რაც წარმოადგენს თავდასხმას არა მხოლოდ ლგბტქ თემზე, არამედ სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ილია მეორე - დაძაბულობის გამო სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონში ესწრებიან
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ქაშუეთში ლიტურგია დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics