20:09 - 05 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-26 00:01:18, 317 ნახვა

საზოგადოება
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

პარლამენტის წინ, სადაც მოძრაობები „დაფიონი“ და „ჯიუტი“ აქციას მართავენ, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი და მოძრაობა ხელოვნურად არ შეაფერხონ.

ამასთან, პოლიციამ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ თუ გაგრძელდება გზის გადაკეტვა, მათ მიმართ მოხდება შესაბამისი რეაგირება და დაჯარიმდებიან.

„რამდენჯერმე მოვუწოდე აქციის მონაწილეებს, ასევე ორგანიზატორებს, გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი, რადგან ახლა, რაოდენობიდან გამომდინარე, გზის დაკეტვის საჭიროება არ არის. მოვახდენთ იმ პირების იდენტიფიცირებას, ვინც ხელოვნურად კეტავს გზის სავალ ნაწილს და სასამართლო იმსჯელებს. ვინც გაფრთხილებული იქნება, ყველას იდენტიფიცირება მოხდება, შესაბამისად, მათზე იქნება რეაგირება“, - განაცხადა პოლიციის თანამშრომელმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ილია მეორე - დაძაბულობის გამო სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონში ესწრებიან
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ქაშუეთში ლიტურგია დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics