19:15 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 15:42:12, 2056 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისია: ევროკავშირის პრიორიტეტები საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან თანხვედრაშია

ევროკომისიის მიერ საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების შესრულების შეფასების ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად  საუბარია 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქტიური წვლილი შეაქვს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალი სამიტის მომზადების პროცესში. ხაზგასმულია  საქართველოს ჩართულობა კონკრეტული, პრაქტიკული წინადადებების შემუშავების კუთხით „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისათვის" დოკუმენტისთვის. 
დოკუმენტის თანახმად, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის წარმატებით განსახორციელებლად ევროკავშირი მნიშვნელოვან ფინანსურ და ექსპერტულ დახმარებას გამოყოფს. ამ კუთხით, აღსანიშნავია ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო პროგრამის 2017-2020 წწ. შეთანხმება, რომელიც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმასთან. 

 „საქართველოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება კვლავაც კონცენტრირებულია ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე, რაც ასევე თანხვედრაშია მთავრობის რეფორმის 4-პუნქტიან დღის წესრიგთან. 2017 წლის წლიური სამოქმედო პროგრამა, რომელიც 2017 წლის ოქტომბრის თვეში დასრულების სტადიაში იყო, მიმართულია უმთავრეს სტრუქტურულ და ინსტიტუციურ რეფორმებზე, ისეთებზე როგორიცაა ადამიანური კაპიტალისა და უნარ-ჩვევების განვითარება, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ფინანსური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ბიზნესის დახვეწის გაძლიერება", - აღნიშნულია ანგარიშში. 

დოკუმენტის თანახმად, ახალი ევროპული საგარეო საინვესტიციო გეგმა, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში დამტკიცდა,  მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოში   ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით. ასევე დაგეგმილია „შერეული" ფონდის  საშუალებით  დახმარების გაფართოება პარტნიორ ქვეყნებთან დიალოგის გაძლიერებით ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად.

ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ევროკომისიის ანგარიში 2017 წლის 10 ნოემბერს გამოქვეყნდა. დოკუმენტი  მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე და მასში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმების პროგრესი.

 ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
​„ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისაკენ სწრაფვაში“ - ზურაბიშვილი ნაუსედას ესაუბრა
ევროპარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი მოამზადეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics