16:33 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 13:47:10, 2062 ნახვა

სამართალი
13 წლის გოგონასთან სქესობრივ კავშირში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სრულწლოვან ბრალდებულ ზვიად მ.-ს, წინასწარი შეცნობით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირისა და გაუკუღმართებული ფორმით,  სხვაგვარი სექსუალური კონტაქტისათვის, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლომ, ბრალდებული დამნაშავედ ცნო 13 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირისათვის, მათ შორის გაუკუღმართებული ფორმით, რომელსაც 2017 წლის 25 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, რამოდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი.

„დახურულ სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მისთვის დაზარალებულის ასაკი ცნობილი არ იყო. თუმცა, სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმებითა და Facebook მიმოწერის დათვალიერებისას დადასტურდა, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბრალდებული, გრძნობებით მანიპულირებითა და თვითმკვლელობის მუქარით, ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენდა არასრულწლოვანზე.

დანაშაული მას შემდეგ გაიხსნა, როდესაც  გოგონამ  ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული აბების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთან სექსუალურ ურთიერთობაზე დედას უამბო“,-ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადმოეცა
პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით 29 აპრილს განიხილავს
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics