17:41 - 06 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-26 16:27:13, 250 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადმოეცა

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სატყეო სამსახურისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ხანძრების მართვის გეგმა შემუშავდა.

ხანძრის მართვის გეგმის ოფიციალურ დოკუმენტს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კუსიდმა და ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურის ევროპისა და ევრაზიის პროგრამის მენეჯერმა სეტ დევისმა მოაწერეს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ხანძრების მართვის გეგმის პრეზენტაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი ესწრებოდა, რომელმაც ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მრავალწლიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„ტყის ხანძრების მართვის გეგმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ერთი მხრივ, ტყის ხანძრების პრევენციის, მეორე მხრივ კი, მათი სწორი მართვის მიმართულებით. ამავდროულად, შესაძლებლობა მოგვეცა, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, ჩვენს ქართველ რეინჯერებს გავუზიაროთ ამერიკული გამოცდილება; ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდა პროექტის ფარგლებში, ასევე, ჩავატარეთ ტრენინგები ხანძრების პრევენციის საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული კუთხით ცნობიერების ამაღლებისთვის“, - აღნიშნა კარლო ამირგულაშვილმა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ამერიკის სატყეო სამსახურის სიმბოლო „Smokey Bear”, რომელთან ერთადაც ბორჯომის მუნიციპალიტეტში სკოლებში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო აქტივობები განხორციელდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურთან, რომელიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს დაცულ ტერიტორიებს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის თვალსაზრისით, მათ შორის, აღსანიშნავია, ხანძრის მართვის სისტემის გაძლიერება დაცულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი, ბორჯომ-ხარაგაულის პარკში, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხანძარსაშიშ ტერიტორიას.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დრონების თავდასხმის შედეგად ბელგოროდის რეგიონში დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა დაშავებულთა 40-მდე
უკრაინაში შენაერთი შავი არწივის მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა
პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ გატაცებულ მოქალაქეზე - ე.წ. ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი
აფხაზავაზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე - მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics