2024-04-26 15:56:05, 243 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
მათივე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და არსებულ გამოწვევებს - ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),