16:30 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 11:30:52, 651 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: „ბრექსიტის“ შედეგები ევროპის პოლიტიკაზე გავლენას მოახდენს და შესაძლოა, საქართველოს საინტერესო პერსპექტივები გაეხსნას

"ევროინტეგრაციის პროცესი არ ნიშნავს ურთიერთობებს მხოლოდ ბრიუსელთან და ევროსტრუქტურებთან. მნიშვნელოვანია მუდმივი თანამშრომლობის გაღრმავება ევროპის ყველა დედაქალაქთან“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ამბასადორიალი 2016“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თანამშრომლობის და ჩართულობის ფორმატი უნდა გავააქტიუროთ, ასევე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან და ვიშეგრადის ოთხეულთან. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია აქტიურად დავაკვირდეთ იმ პროცესებს, რაც ევროკავშირში წარიმართება, ბრიტანეთის იმ რეფერენდუმის  შედეგებს, რომელიც ბუნებრივია, გავლენას მოახდენს ევროპის პოლიტიკაზე თავის უახლოეს პარტნიორებთან და ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია, საქართველოს ძალიან საინტერესო პერსპექტივები გაეხსნას", -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური ამბასადორიალი დღეს გაიხსნა. ღონისძიება 29 ივლისს დასრულდება.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადმოეცა
პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით 29 აპრილს განიხილავს
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics