2024-03-29 21:34:35, 384 ნახვა
პოლიტიკა
ლუბინეცი - მივმართავ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადად მონახულების საშუალება მომეცეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, მამუკა ახვლედიანი უკრაინის სახალხო დამცველს, დმიტრო ლუბინეცს შეხვდა. როგორც ლუბინეცი აღნიშნავს, მან არაერთხელ მიმართა და კვლავ მიმართავს იუსტიციის სამინისტროს, რომ მიეცეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება. "ჩემი და უკრაინის სახელით მინდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და სარგებლობს უკრაინის იურისდიქციით, ჩვენ ვალდებულები ვართ და რა თქმა უნდა, დავიცავთ მის უფლებებს. მე არაერთხელ მივმართე და კვლავ მივმართავ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომ მომეცეს საშუალება პირადად მოვინახულო მიხეილ სააკაშვილი. აგრეთვე მივმართავ საქართველოს პარლამენტს, რომ მომეცეს საშუალება, დავიცვა უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებები. ჩემი მიზანია მოხდეს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა, აგრეთვე მისი სიცოცხლის დაცვა", - განაცხადა ლუბინეცმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|