2024-04-29 03:18:17, 519 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, 80 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
"არა რუსულ კანონს" საპროტესტო აქციაზე, Mapchecking.com-ის მიხედვით, 80 ათასიდან 100 ათასამდე დემონსტრანტი იმყოფებოდა. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტების ცნობით ასევე სხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული კადრებით, დემონსტრაციის მონაწილეები ფარავდნენ ოპერიდან – რესპუბლიკის მოედნამდე ტერიტორიას. აღნიშნული ტერიტორია, მიახლოებით 20042 კვადრატულ მეტრს შეადგენს. დღევანდელ აქციაზე 80 ათასი ადამიანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კვადრატულ მეტრზე 4 დემონსტრანტი იდგებოდა. აქციის ცენტრში ყოველთვის ბევრად დიდია სიმჭიდროვე, ვიდრე პერიფერიებში. გაანგარიშებაში არ შედის რუსთაველის მიმდებარე შიდა ქუჩები, სადაც რეპორტიორების დაკვირვებით ასევე იმყოფებოდნენ და მოძრაობდნენ მომიტინგეები. ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის პროფესორ, ჰერბერტ ჯეიკობს გამოთვლის მეთოდით დაბალი სიმჭიდროვის პირობებში 1 ადამიანი 1 კვადრატულ მეტრს იკავებს. საშუალო სიმჭიდროვისას, 1 კვადრატულ მეტრზე 2.5 ადამიანია, ანუ 5 ადამიანს 2 კვადრატული მეტრი სჭირდება. საერთაშორისო მედიაში ჯეიკობსის ფორმულის გამოყენება მიღებული პრაქტიკაა. ქუჩაში, მრავალათასიან აქციებზე დამსწრეთა ზუსტი რაოდენობის დათვლა შეუძლებელია, მაგრამ არსებობს მეთოდები, რომლითაც შეგვიძლია, მიახლოებითი რაოდენობა გამოვთვალოთ.
ავტორი: ექსპრესნიუსი, ობრაიენი ივანიშვილზე: გავლენიანი პირისთვის ასე ცუდად ინფორმირებულობა შოკისმომგვრელია
ძალიან ნაცემია, თავში აქვს ნარტყამიო - დავით ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი
სუს-ი - სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ივანე გერკეული თავისუფალია
ბრიტანეთის ხელისუფლება - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას შეცვალოს გეზი და გაიწვიოს ეს კანონი
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|