2024-04-29 01:34:47, 333 ნახვა
პოლიტიკა
სახალხო დამცველი - არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
მშვიდობიან ხასიათს, შესაბამისად ომბუდსმენი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ და არ შეუშალოს მათ ხელი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. „საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით ამ ეტაპზე (29 აპრილი, 00:30სთ) არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს, შესაბამისად სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალოს მათ ხელი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. ამავე დროს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს”, – ნათქვამია განცხადებაში. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და პარლამენტის შენობამდე მარშით გაგრძელდა. დემონსტრაციაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო. ავტორი: ექსპრესნიუსი, პრემიერი - იმედი მაქვს, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან გათავისუფლდება
კობახიძე ივანიშვილზე - სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვერავინ გადაადგმევინებს
კობახიძე - მადლობა სამართალდამცველებს ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით რეაგირებისთვის
კობახიძე - არცერთ მხარეს არ ვიწონებთ ძალადობას და აუცილებელია სათანადო სამართლებრივი რეაგირება
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|