05:01 - 29 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-13 15:37:48, 301 ნახვა

სამართალი
სოფელ ბალდაში უკანონო ტყითსარგებლობისა ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში დიდი ოდენობით მრგვალი მორის უკანონო ჭრა-ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. 

სოფელ ბალდის მკვიდრი  გ.წ. სატვირთო ავტომანქანით 22 ერთეული სხვადასხვა სახეობის მრგვალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა. 

მოქალაქე არ დაემორჩილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას  მანქანის შეჩერების თაობაზე და მორები მანქანიდან გადმოყარა. შესაბამისად, სამართალწარმოება, უფლებამოსილი პირების მიმართ დაუმორჩილებლობის ფაქტზეც დაიწყო.

„უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მსგავსი შემთხვევის მიმართ, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება სამართალდამრღვევების მხრიდან დაუმორჩილებლობის ფაქტს ჩვენი მიდგომა იქნება მკაცრი და პრინციპული“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ.

ავტოსატრასპორტო საშუალება, უკანონო ხე-ტყის დატვირთვის ადგილას განთავსებული 14 ერთეული და ტრანსპორტირების შემდგომ მიტოვებული/გადმოყრილი 22 ერთეული მურყნის (თხმელა), წიფლისა და ნეკერჩხლის  დაუფირნიშებელი  მრგვალი მორი დაილუქა. 

საქმეზე გრძელდება ადმინისტრაციული საქმისწარმოება, გარემოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშების შემდგომ, საქმის მასალები გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში.  

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, 80 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
სახალხო დამცველი - არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
პოლიციამ რამდენიმე დემონსტრატი დააკავა, მათ შორის ალექსი პეტრიაშვილია
თბილისის მერია -აქცია, არის არასანქცირებული

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics