08:58 - 29 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-13 10:12:13, 452 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახური - სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე პირთა ჯგუფი ვამხილეთ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ოთხი პირის მიმართ, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია ორი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრელებს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თითქოსდა აზერბაიჯანში გაცემული ნოტარიულად დამოწმებული ყალბი მინდობილობის საფუძველზე, უძრავი ქონების მესაკუთრის სახელით, თბილისის იუსტიციის სახლში წარადგინეს განცხადება, რომლის საფუძველზეც შეეცადნენ უცხოეთის მოქალაქის სახელზე რეგისტრირებული - თბილისში მდებარე 624 472 ლარის ღირებულების ორი მიწის ნაკვეთის გასხვისებას, რაც ვერ იქნა მათ მიერ სისრულეში მოყვანილი.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 19-180 მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, 80 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
სახალხო დამცველი - არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
პოლიციამ რამდენიმე დემონსტრატი დააკავა, მათ შორის ალექსი პეტრიაშვილია
თბილისის მერია -აქცია, არის არასანქცირებული

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics