2024-04-25 15:34:39, 753 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა დღეს, 25 აპრილს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას - "საქართველოში უცხოური აგენტის კანონის აღდგენის მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ" - კენჭი ცოტა ხნის წინ უყარეს. მას მხარი 425 ევროდეპუტატმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, 30-მა კი, თავი შეიკავა. რეზოლუციის საბოლოო ტექსტი ევროპარლამენტის ვებგვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა. პროექტში კი, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი და რომელიც ასე გამოიყურებოდა, შემდეგ შესწორებები შევიდა: 1. გმობს აქტიურ პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნებული და პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირად როლს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყნის კურსისთვის ძირის გამოთხრის მორიგ მცდელობაში, რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნებით. კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას ევროპული საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის და მისი ხალხის ინტერესების წინააღმდეგოდ მუშაობისთვის; 2. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარულ საფუძველზე გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის საშუალება მისცეს; აღნიშნავს, რომ მისი საქმე კიდევ უფრო ხაზს უსვამს მართლმსაჯულების სისტემის ნამდვილი რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას; 3. მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ კი, ფუნდამენტური უფლებების მაჩვენებელზე, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია; 4. მოუწოდებს „ქართული ოცნებას“, გააუქმოს შემოთავაზებული საკონსტიტუციო კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ლგბტქ უფლებებს, რაც წარმოადგენს თავდასხმას არა მხოლოდ ლგბტქ თემზე, არამედ სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე. ავტორი: ექსპრესნიუსი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის გლობალურ სამიტზე მიიწვია
სუს-ი - სოფელ დირბის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული 2 მოქალაქე თავისუფალია
EU-ის ელჩები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებაზე შეთანხმდნენ
ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
|
ომი უკრაინაშირუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 477 430-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 476 460-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|