2024-05-08 21:23:02, 331 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის გლობალურ სამიტზე მიიწვია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ზელენსკიმ ორბანი შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის გლობალურ სამიტზე მიიწვია.
„მე ხაზი გავუსვი უკრაინის დაინტერესებას უნგრეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობებით, ასევე ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებით“, - წერს ზელენსკი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,