13:08 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 18:21:15, 1989 ნახვა

სამართალი
ლონდა თოლორაია: შსს მზად არის, ლგბტ აქტივისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს

შინაგან შაქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას განცხადებით, უწყება მზად არის ლგბტ აქტივისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს.

როგორც თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად გადადებული აქციისა, შსს-მ სამართალდამცველების სრული მობილოზება მოახდინა.

"დღევანდელ აქციაზე შსს-ს ადამიანია უფლებათა დაცვია დეპარტამენტი ადგილზეა, იმისათვის რომ ჩვენ გავაკონტროლოთ და დავაკვირდეთ იმას, თუ რამდენად დაცულია ყველა პირის გამოხატვის თავისუფლება. მობილიზებულია შსს-ს პოლიცია იმისთვის რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება, რომელიც აღნიშნულ აქციაზე გამოცადდება. გვქონდა ხშირი მოლაპარაკებები ყველა არასამთავრობო ორგანოზაციასთან, რომლებიც დღევანდელ აქციას უწევდნენ ორგანიზებას და მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ორგანიზატორთა გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა აქციაში ჩართულობაზე, ჩვენი მხრიდან არაფერი შევვლილა და მზად ვართ ყველა ადამიანის უსაფრთხოება ვუზრუნველვყოთ. ორგანოზატორების იმ ნაწილმა ვინც უარი თქვა აქციაში მონაწილეობაზე მათ ჩაანაცვლეს ეს აქცია სხვა ღონოსძიებებით. უნდა გითხრათ, რომ ამ ღონოსძიებების გარკვეულო ნაწილი უკვე ჩატარებულია და ყველა ღონისძიებამ ჩაიარა ექსცესების გარეშე. დღეს გამოცხადებული პოლიციელების რაოდენობა ადასტურებს იმას, რომ შსს ყველაფერს გააკეთებს, რათა მათი უსაფრხოება იყოს დაცული",- განაცხადა ლონდა თოლორაიამ, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან ლგბტ აქტივისტების აქციას დაესწრება და განვითარებულ მოვლენებს დააკვირდება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა
„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics