17:48 - 06 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-26 11:46:22, 400 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP

რუსული დაზვერვისა და თავდასხმის დრონების გამო, უკრაინულმა არმიამ ფრონტიდან გაიყვანა ამერიკული Abrams M1A1 ტანკები  რუსული არმია იყენებს ბევრ  სადაზვერვო და დამრტყმელ დრონს და აკონტროლებს საჰაერო სივრცეს ბრძოლის ველზე. ტანკები ზედმეტად დაუცველები იყვნენ დრონების მიმართ, წერს Associated Press (AP).

ორი ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირი ჟურნალისტებს ანონიმურობის პირობით ესაუბრა უკრაინელების მიერ აბრამსის ფრონტიდან გაყვანის შესახებ, ხოლო აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის მოადგილემ AP-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკელი და უკრაინელი სამხედროები ახლა ერთად ფიქრობენ იმაზე. როგორ გამოიყენონ ტანკები ახალ სიტუაციაში.

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2023 წლის იანვარში გადასცა 31 აბრამსის ტანკი. არსებობდა იმედი, რომ მოკავშირეების მიერ გადაცემული ეს და სხვა ტანკა დაეხმარებოა უკრაინის არმიას რუსეთის თავდაცვის ხაზების გარღვევაში და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში.

მაგრამ მას შემდეგ სიტუაცია ძალიან შეიცვალა: ფრონტის ხაზის ზემოთ ჰაერი დრონებით არის სავსე. „არ არსებობს ღია სივრცე, რომლითაც უბრალოდ შესაძლებელი იყოს გასეირნება შენიშვნის შიშის გარეშე“, განუმარტა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა სამხედრო ჩინოვნიკმა ხუთშაბათს.

მისი თქმით, 31 აბრამიდან ხუთი უკვე დაკარგულია.

„იმ თვალსაზრისით, თუ როგორ შეიცვალა ტექნოლოგია, მასიური ჯავშანი უპილოტო საფრენი აპარატებით გაჯერებულ გარემოში შეიძლება იყოს რისკის ქვეშ“, განუცხადა AP-ს ადმირალმა კრისტოფერ გრეიდმა, გაერთიანებული შტაბის უფროსის ვიცე-თავმჯდომარემ.

„ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან და სხვა პარტნიორებთან ადგილზე და დავეხმარებით მათ იფიქრონ, როგორ გამოიყენონ ეს ტექნოლოგია ასეთ შეცვლილ გარემოში, სადაც ყველაფერი დაუყოვნებლივ ჩანს“, - აღნიშნა ადმირალმა გრეიდმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონების თავდასხმის შედეგად ბელგოროდის რეგიონში დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა დაშავებულთა 40-მდე
უკრაინაში შენაერთი შავი არწივის მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა
პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ გატაცებულ მოქალაქეზე - ე.წ. ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი
აფხაზავაზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე - მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics