20:58 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 14:42:33, 1835 ნახვა

პოლიტიკა
შუალედური არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

საქართველოს პარლამენტის 2018 წლის აპრილის შუალედური არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მეხუთე სხდომა გამართა.

სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე − უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე − გოჩა ლორთქიფანიძე უძღვებოდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

უწყებათაშორისმა კომისიამ მოისმინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია „ევროპული საქართველოს“ განცხადებებზე რეაგირების შესახებ. პარტიის წარმომადგენელმა წინა სხდომაზე სააგიტაციო მასალის დაზიანებაზე ისაუბრა. კიდევ ერთი საკითხი ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებას ეხებოდა.

 ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა კომისიას მიაწოდა ინფორმაცია არჩევნებისათვის მზადების შესახებ. მისი თქმით, პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და არჩევნებში მონაწილე არცერთ სუბიექტს შენიშვნებით ან განცხადებებით ცესკო-თვის არ მიუმართავს.

სხდომის ბოლოს კომისიის თავმჯდომარე გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეკრება უშუალოდ უძღვის წინ შუალედურ არჩევნებს, რომელიც 28 აპრილს გაიმართება. მან ვანისა და ხონის მოსახლეობას არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება უსურვა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პროცესის უპრეცედენტო სიმშვიდე ამისი საწინდარია − კომისიის მუშაობის მანძილზე სულ 3 განცხადება შემოვიდა, საიდანაც ერთი არ დადასტურდა, ორი შესწავლის პროცესშია და უფლებამოსილი უწყებების მხრიდან  გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას  კომისია მომდევნო  სხდომაზე მოისმენს.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 1 მარტის ბრძანებით შეიქმნა. მისი მიზანი  პარლამენტის შუალედური არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებაა.  უწყებათაშორისი კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა საჯარო მოსამსახურეების, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. ამისათვის კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან. კომისია ითანამშრომლებს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს. შუალედური არჩევნები №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2018 წლის 28 აპრილს ტარდება. 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი,  2016 წლის საპარლამენტო  და 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 56 რეკომენდაცია შეიმუშავა.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics