16:14 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 12:50:22, 1239 ნახვა

სამართალი
EMC-მ სასამართლოს ელექტროენერგიის შეწყვეტის წესის დარღვევაზე „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა

EMC-მ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ელექტროენერგიის, დასუფთავების ან/და წყალმომარაგების მომსახურებების საფასურის გადაუხდელობის მარეგულირებელი წესის სამართლიანობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება წარუდგინა.

როგორც EMC-ს მიერ გავცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, კონსტიტუციური სარჩელი სადავოდ ხდის წესს, რომელიც ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს (სს „თელასი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“)[2] ავალდებულებს მომხმარებელს შეუწყვიტოს თავისი მომსახურება, იმ შემთხვევაში თუ პირს დასუფთავების ან/და წყალმომარაგების მომსახურებების საფასური არ გადაუხდია.

„EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული წესი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის მე-17 მუხლით განმტკიცებულ ღირსების დაცვის სტანდარტთან, რადგან სახელმწიფო ზომებს იღებს მომსახურებების მომწოდებელი კომპანიების მიერ ‘ვალის ამოღებისთვის’ ისეთი პირველადი რესურსის შეწყვეტით, როგორიც ელექტროენერგიაა, მაშინ როდესაც პირს ამ უკანასკნელი მომსახურების საფასური გადახდილი აქვს. ამასთან, გასაჩივრებული წესით ელექტროენერგიის გათიშვა დასუფთავების და წყალმომარაგების საფასურის გადაუხდელობის გამო  ყოველგვარი გამონაკლისისა და დამცავი მექანიზმების გარეშე ხორციელდება. 

„სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება ყურადღებას ამახვილებს ელექტროენერგიაზე წვდომის სოციალურ მნიშვნელობაზე, რასაც არაერთი სოციალური უფლებით სარგებლობისას განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება. ამ კუთხით, მიმოხილულია საერთაშორისო და ადგილობრივი სასამართლოების მიდგომები ელექტროენერგიის მომსახურებების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან მიმართებით. 

EMC მიიჩნევს რომ კანონმდებლობით დადგენილი  მექანიზმი სხვა მომსახურებების გადაუხდელობის გამო სასჯელად იქცევა პირის ღირსეული ცხოვრებისთვის სწორედ ელექტროენერგიის მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროენერგიის გათიშვა არ უკავშირდება პირის მიერ კონკრეტულ მომწოდებელთან ხელშეკრულების დარღვევას. ამასთან, მივიჩნევთ, რომ უგამონაკლისო წესი ზრდის მექანიზმის რეპრესიულობას  და სახელმწიფოს ეს მიდგომა მომსახურების ბუნების გათვალისწინების გარეშე, სოციალურ უზრუნველყოფაზე საკუთარ პოზიტიურ ვალდებულებებს სრულად უარყოფს. კერძოდ, სახელმწიფო პირის ბაზისურ მომსახურებაზე დამოკიდებულებას იყენებს და მისი ‘საჭიროებებით’ მანიპულირებს, რაც კერძო კომპანიების მიერ სხვა გადასახადების’ ამოღებას’ ემსახურება.

ამისთვის უალტერნატივოდ პირის მინიმალურ საარსებო რესურსებზე წვდომის უარყოფა სახელმწიფოს მხოლოდ მონოპოლიების ინტერესებზე ორიენტირებულს ხდის და ააშკარავებს აუცილებელი მომსახურების გარეშე დარჩენილი პირების ინდივიდუალური გარემოებებისადმი გულგრილობას.

მეტიც, სადავო ნორმებით ინდივიდუალური საჭიროებების უგულებელყოფა კიდევ უფრო ‘რეპრესიულია’, რადგან ის მომსახურების გარეშე პირს ტოვებს მისი ‘კეთილსინდისიერების’, მის მიერ კონკრეტული მომსახურების საფასურის გადახდის მიუხედავად.

ამდენად, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული მექანიზმი კონსტიტუციის მე-17 მუხლთან წინააღმდეგობაში (ღირსების უფლება) უშვებს პირის ‘მიზნის მიღწევის საშუალებად’ გამოყენებას და  კომპანიების ვალის ამოღებისთვის უშვებს მოქალაქეების სოციალური უსაფრთხოების დონის გაუარესებასაც. 

სასამართლო მეგობრის მოსაზრება მიმოიხილავს სოციალურ უფლებებზე მსჯელობის საერთაშორისო, სხვა ქვეყნების და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოცდილებასაც  და მოყვანილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ სადამსჯელო, ბლანკეტური რეგულირება არაგონივრულია იმიტომაც, რომ ის სახელმწიფოს სოციალურ ვალდებულებებს სრულად უგულებელყოფს და მექანიზმს ინტერესთა გაწონასწორების ანალიზს არ უქვემდებარებს“,- ნათქვამია განცხადებაში. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით 29 აპრილს განიხილავს
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა
პრემიერი აქციებზე - კარგი არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა, ვინც ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics