18:46 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-22 12:40:55, 2132 ნახვა

მსოფლიო
ერევანში ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი დააკავეს

ერევანში პოლიციამ საპროტესტო აქციების ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი დააკავა. 

"რია ნოვოსტის" ცნობით, ამ წუთებში პოლიციამ სპეციალური საშუალებების გამოყენება და დემონსტრაციის ძალისმიერი დარბევა დაიწყო.  პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაც მოხდა. 

სამართალდამცველებმა ხმოვანი ხელყუმბარები გამოიყენეს. პოლიციამ დააკავა ასევე აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, დეპუტატი სასუნ მიქაელიანი.

ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის
15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics