22:12 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-21 15:04:34, 2271 ნახვა

სამართალი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ ვანო მერაბიშვილის უფლებები დაარღვია

საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ დაარღვია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის უფლებები 2013 წელს, მისი წინასწარი პატიმრობის დროს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, ვანო მერაბიშვილის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სტანდარტებს არ არღვევს.

"2016 წლის სექტემბერში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დავით ახალაიას და შინაგანაც საქმეთა სამინისტროს სამ ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი 2011 წელს საპროტესტო აქციების დარბევის გამო წაუყენეს. დარბევის შესახებ განკარგულება სავარაუდოდ მაშინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გასცა, რომელიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მერაბიშვილისთვის 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics