12:53 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 15:46:24, 1341 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი: საზმაუმ უნდა გააშუქოს არაპოპულარული თემები, საკითხები, რომლებიც „მეინსტრიმში“ ვერ ხვდება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საზომი რეიტინგი არ უნდა იყოს.

როგორც მან პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას აღნიშნა,  საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიქმნა და ფინანსდება მხოლოდ იმიტომ, რომ  გააშუქოს თემები, რომლებიც  კომერციული ტელევიზიების ინტერესებში ვერ ხვდება:

„საზოგადოებრივი მაუწყებლის უპირველესი საზრუნავი არ უნდა იყოს მისი რეიტინგი და ამითაც განსხვავდება ის არსებითად კომერციული ტელევიზიებისგან. საზოგადოებრივი მაუყებელი რეიტინგზე არ უნდა ზრუნავდეს და იმაზე, ის იყოს რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის მოსაწონი. პირიქით, საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიქმნა და ფინანსდება მხოლოდ იმიტომ, რომ თემები, რომლებიც ვერ ხვდება ობიექტური და გასაგები მიზეზების გამო, კომერციული ტელევიზიების ინტერესებში, ეს თემები გააშუქოს სიღრმისეულად საზოგადოებრივმა მაუწყებლმა. გააშუქოს საკითხები, რომლებიც „მეინსტრიმში“ ვერ ხვდება, სიღრმისეულად გააჩუქოს უმცირესობების თემები, არაპოპულარული თემები, თემები, რომლებსაც საზოგადოებაში პირობითად ადევს კულტურული ტაბუ. ეს არ იქნება რეიტინგული, მაგრამ იქნება კრიტიკულად აუცილებელი იმისთვის, რომ საზოგადოება განვითარდეს და წავიდეს წინ.სწორედ ამისთვის იხდის საზოგადოება ფულს და  არა იმისთვის, რომ ჩვენ გქვოდნეს ხალხის ფულით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც ექნება კომერციული ტელევიზიების მსგავსი პრიორიტეტები“,-განაცხადა ანა  ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში „მაუწყებლობების შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა
„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს
საქსტატი - 2023 წელს, ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა
The Digital Banker-მა „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics