15:03 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 11:47:26, 1465 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში კრიზისული სიტუაციების მართვის საკითხებზე მომზადებული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პენიტენციურ სისტემაში მყოფ მოწყვლად ჯგუფებთან ურთიერთობის თემაზე მომზადებული სასწავლო სახელმძღვანელოს - „კომუნიკაცია და კრიზისული სიტუაციების მართვა დროებითი მოთავსების იზოლატორში" - პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

აკადემიის ფსიქოლოგების მიერ მომზადებულ სახელმძღვანელოში თავმოყრილია პენიტენციურ სისტემაში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და შესაბამისი რისკები, სუიციდის რისკ-ფაქტორები და პრევენციაზე ორიენტირებული, პრაქტიკული რეკომენდაციები, სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპები, პენიტენციური სტრესი და კომუნიკაციის თავისებურებები სტრესის გავლენის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებთან, ასევე, კრიზისულ სიტუაციებში ფსიქოლოგიური დახმარებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლების თვითდახმარებისკენ მიმართული სტრატეგია და სტანდარტები.

სასწავლო სახელმძღვანელოს მიზანია პენიტენციურ სისტემაში დასაქმებული თანამშრომლებისა და სხვა დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის, ეთიკის, მტკიცებულებებისა და გამოცდილებაზე დაფუძნებული საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე, როგორც თეორიული ცოდნის, ასევე, საჭიროებებზე მორგებული პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდება, რაც კიდევ უფრო ეფეტურს და შედეგიანს გახდის მათ ყოველდღიურ საქმიანობას.

პრეზენტაციას შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, დროებითი მოთავსების იზოლატორის დირექტორი გიორგი მოსიაშვილი, ევროპის საბჭოს, სხვადასხვა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას, არსებული ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემის და ელექტრონული ბაზის დახვეწას, იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდას, დაკავებულთა კვებისა და სხვა პირობების გაუმჯობესებას, სტრუქტურულ რეორგანიზაციას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და სამართლებრივი ბაზის განახლებას.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics