00:47 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 17:21:03, 2313 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ შს მინისტრს პარლამენტში იბარებს

პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსთან შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სასარგებლოს უწოდებს.

თუმცა, სამადაშვილის თქმით, აუცილებელია, პარლამენტში მივიდნენ ის თანამდებობის პირები და მათ შორის  შს მინისტრი, რომლებიც საფრთხეების განეიტრალებაზე არიან პასუხისმგებელნი:

„შეხვედრა იყო სასარგებლო იმის მოსასმენად, თუ როგორ აფასებს დაზვერვის სამსახური დღეს ამ ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს, მაგრამ პირველ რიგში აუილებელია, ჩვენ უახლოეს დღებში საქართველოს პარლამენტში მოვიწვიოთ ის თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხიმგებელი არიან ამ საფრთხეების განეიტრალებაზე.პარლამენტში უახლოეს დღეებში უნდა მობრძანდეს  შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია“,-აღნიშნა სამადაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა, დავით სუჯაშვილმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.  დაზვერვის სამსახურის საქმიანობის ანგარიში, დახურულ ფორმატში წარიმართა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, სამსახურის უფროსმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და საქართველოს მიმართ არსებულ საფრთხეებზე დასმულ კითხვას უპასუხა.

„პარლამენტში საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრა გაიმართა. დაზვერვის სამსახურმა წარმოადგინა საინფორმაციო ბრიფინგი, რომელიც მოიცავდა სამსახურის ხედვას საერთაშორისო სივრცეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და როგორ ფიქრობთ, მთავარი საფრთხე საიდან მოდის?!", - განაცხადა დავით სუჯაშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics