03:57 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-13 13:10:55, 2350 ნახვა

მსოფლიო
ნიკი ჰეილი: ამერიკა ირანის სახიფათო ქმედებებს არ მოითმენს

ამერიკის შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს მიაღწიოს იმას, რომ გაერო-მ ირანის სარაკეტო პროგრამის შემზღუდველი ზომები მიიღოს, - ამის შესახებ გაერო-ში ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა.

ამასთან, როგორც ჰეილიმ აღნიშნა, ამერიკის კიდევ ერთი მიზანია, გაერო-მ თეირანთან ბირთვული შეთანხმების გადახედვის გარეშე სამხედრო ემბარგო გაამკაცროს.

ამ განცხადებით, ჰეილი გამოეხმაურა თეთრი სახლის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ირანისთვის ამერიკასთან და სხვა მსოფლიო ლიდერებთან 2015 წელს ბირთვული შეთანხმების შედეგად მოხსნილი სანქციები არ აღდგა.

"დღეს, პრეზიდენტმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა, რითაც ნათელი გახდა, რომ ამერიკა ირანის ბირთვული შეთანხმების პირობებს დაიცავს, მაგრამ არ მოითმენს ირანის სახიფათო და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს. ამიტომ, ველოდებით, რომ სხვა ქვეყნები ჩვენ ამ გადაწყვეტილებაში შემოგვიერთდებიან. ჩვენ ვაპირებთ გაეროში ახალი საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევას, იმისათვის, რომ გამკაცრდეს ირანის სარაკეტო პროგრამის საწინააღმდეგო საქმიანობა, გავაძლიეროთ შეიარაღების ემბარგო, დავძლიოთ ირანის მიერ ტერორიზმის დაფინანსება, ასევე ნათელი მოვფინოთ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს. ყველა ამ ნაბიჯის გადადგმა შესაძლებელია ბირთვული შეთანხმების ფარგლებს გარეთ. თუ საერთაშორისო კონსენსუსს ვერ მივაღწევთ, მაშინ უფრო ნათელი გახდება, რომ ბირთვული შეთანხმება მშვიდობას საფრთხეს უქმნის. ჩვენ არ უნდა მივცეთ ირანს უფლება, რომ ბირთვული შეთანხმების საფარქვეშ გაერო-ს რეზოლუციები და ყველა საერთაშორისო ნორმა დაარღვიოს“, - ნათქვამია ნიკი ჰეილის განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics