06:37 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 19:27:35, 752 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე საოჯახო სასტუმროების მფლობელებს შეხვდა

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ შუახევში მდებარე საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს ტურიზმის განითარება, არსებული პოტენციალის აღწერა, საოჯახო სასტუმროების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

,,ჩვენს მუნიციპალიტეტს უდიდესი პოტენციალი გააჩნია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ამის მისაღწევად აუცილებელია შეიქმნას ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა და კომუნიკაცია. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება. შუახევს გააჩნია შესაძლებლობა განვითარდეს მთის, სამთო-სათხილამურო, სამკურნალო ტურიზმი, რომლის განვითარება ხელს შუწყობს მასთან დაკავშირებულ მრავალ სექტორს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, ვაჭრობის, სატრანსპორტო მომსახურების ზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

ჩვენ მზად ვართ, თითოეულ მათგანს საჭიროების შემთხვევაში გაგიწიოთ დახმარება, თქვენის მხრივ უნდა შეძლოთ ტურისტებისთვის საჭირო პირობების შექმნა, მოიზიდოთ მეტი დამსვენებელი, დარეგისტრირდეთ ტურისტული სააგენტოების პორტალზე, შესთავაზოთ სხავადასხვა აქტიობები და ტურისტული მარშუტები“, - განაცხადა შეხვედრაზე ფრიდონ ფუტკარაძემ.

შუახევის მუნიციპალიტეტში სულ 19 საოჯახო სასტუმროა, მათ შორის რამოდენიმე სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics