14:43 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 12:53:02, 2053 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილს დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ დააკავა, ექს-გუბერნატორს დაკავების ორდერი გადასცა, - ამის შესახებ Strana იუწყება.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის დაკავება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით მოხდა, რაც დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან. აღნიშნული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

მედიის ცნობით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაახლოებით ნახევარი საათის წინ დააკავა, თუმცა სპეცრაზმი მის გაყვანას ვერ ახერხებს. ექს-გუბერნატორის მხარდამჭერებმა სპეცრაზმის ავტომობილი ალყაში მოაქციეს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ ძალადობრივი, პრორუსული პარტიის, „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics