15:54 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 11:25:44, 1616 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრმა დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო

ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და გამარტივების მიმართულებით საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებათა ახალი პაკეტი შემუშავდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები, ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ასევე, დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატიზებული სისტემის დანერგვის შესახებ რეფორმა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მოადგილეებთან ერთად, დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს გააცნო.

კანონპროექტი ითვალისწინებს კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას და გადამხდელთა დაბეგვრის ცალკეული საკითხების დაზუსტებას.

აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მომზადებული ცვლილებებია, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების მონაწილეობით მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

კიდევ ერთი ცვლილება სავაჭრო ზონების მოწყობის განვითარებას, გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრის ცალკეული საკითხების დაზუსტებას ითვალისწინებს.  ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს აღნიშნული სექტორის განვითარებას, მისი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებას, დაბეგვრის საკითხების მოწესრიგებას, მცირე ბიზნესის ხელშეწყობას.

პაკეტში გათვალისწინებულია, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კუთხით გასატარებელი ცვლილებები. წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, 2023 წლამდე გაგრძელდება რიგი საგადასახადო შეღავათები.

რაც შეეხება ბიზნესისთვის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატიზებული სისტემის დანერგვას. მუშავდება სისტემა, რათა მეწარმეს არანაირი დამატებით ბიუროკრატიასთან არ ჰქონდეს შეხება და მხოლოდ ელექტრონული განაცხადის შევსების საფუძველზე, შესაძლებელი იყოს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება 5-7 სამუშაო დღეში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, მათი სტიმულირებისთვის, რადგან მათ ექნებათ დამატებითი ფინანსური რესურსი განვითარებისთვის.

ცვლილებები სამუშაო შეხვედრების ფორმატში უკვე განხილულია შესაბამისი სექტორების წარმომადგენლებთან.

წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი საჯაროა და გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე. დოკუმენტი რამდენიმე დღეში განსახილველად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პრემიერი აქციებზე - კარგი არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა, ვინც ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics