20:41 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 11:21:08, 2111 ნახვა

სამართალი
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალქალაქის რაიონის სოფელ ორჯაში მცხოვრებმა, 1985 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და ადიგენის რაიონის სოფელ სმადას მცხოვრებმა, 1981 წელს დაბადებულმა გ.ხ.-მ ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს.

შსს-ს ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია: 2 გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, 112 საბრძოლო ვაზნა, 2 ხელყუმბარა, 2 ამფეთქი ფალია, 4 კილოგრამზე მეტი ტროტილი, ტყვიამფრქვევის 1 ვაზნა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის შემადგენელი ნაწილი და სასიგნალო პისტოლეტის 5 ვაზნა.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics