20:22 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 14:14:24, 8363 ნახვა

კულტურა
თბილისში ჩატარებული სპეცოპერაცია უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშია

თბილისში, განხორციელებული ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე შექმნილ ვითარებას BBC-მ ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა.

მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცოპერაცია 20 საათის განმავლობაში, ისნის რაიონში მიმდინარეობდა. მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ. მეორე ვერსიით კი, ისინი პანკისის ხეობიდან იყვნენ, სადაც ეთნიკურად ჩეჩნები ცხოვრობენ.

გარდა ამისა, BBC გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მედია წერს, "ტერორისტული ჯგუფის" წევრებმა უარი თქვეს პოლიციისთვის დანებებაზე და შიგნიდან ხელყუმბარებს ისროდნენ. ამასთან, რეპორტაჟის ავტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ  გავრცელებულ განცხადებასაც იყენებს, რომლის თანახმადაც 1 პირი დააკავეს.

BBC ასევე იმას უსვამს ხაზს, რომ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ჯიჰადისტებთან დაკავშირებული არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. თუმცა გავრცელებული ცნობით, დაახლოებით 50 ქართველი სირიასა და ერაყში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის.

მანამდე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შესახებ Al Jazeera-მაც დაწერა.

მედიის ცნობით, სპეცოპერაცია თითქმის 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დასრულდა. Al Jazeera ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ავრცელებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics