13:47 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 12:35:27, 2912 ნახვა

საზოგადოება
უმარ იდიგოვი: ბინაში, სადაც გუშინ შტურმი განხორციელდა, მამაკაცებთან ერთად ქალი და 2 ბავშვი იმყოფებოდა

„კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის“ ხელმძღვანელის, უმარ იდიგოვის ინფორმაციით, ბინაში, სადაც გუშინ შტურმი განხორციელდა, მამაკაცებთან ერთად 2 მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი ქალი იმყოფებოდა.

როგორც იდიგოვმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებსაც მიაწოდა.

„დილით ადრე დამიკავშირდნენ. ჩემმა მეგობრებმა დახმარება მთხოვეს. მივედით სპეცოპერაციის ადგილზე. იქ სპეცრაზმი და დიდი რაოდენობით ძალოვნები დაგვხვდნენ. ჩეჩენმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ბინაში 2 პატარა ბავშვი, 1 ქალი და 2 მამაკაცი იყო . ისინი ჩეჩნეთიდან ერთი თვის წინ ჩამოვიდნენო და აქ სამკურნალოდ იმყოფებოდნენო. ბინა პანკისელი ბიჭისგან ჰქონდათ ნაქირავები. მეზობლებისგან გავიგე, რომ უსაფრთხოების სამსახურებმაც იცოდნენ ამის შესახებ. მას შემდეგ რაც გავიგე, რომ ბინაში ბავშვები იყვნენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ვუთხარი ამის შესახებ, ვთხოვე რომ მათთან მოსალაპარაკებლად შევეშვით, თუმცა უშედეგოდ. ჩვენ ჩეჩნები ვართ და გამოვნახავდით საერთო ენას, თუმცა სროლა არ შეწყვეტილა. რაც შეეხება ახმედ ჩატაევის საკითხს მე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ და იმ შემთხვევაში თუ ის საქართველოში ჩამოვიდოდა ამის შესახებ აუცილებლად მეცოდინებოდა”, - განაცხადა უმარ იდიგოვმა




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი
ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics