11:53 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 20:31:01, 2091 ნახვა

კომენტარი
გომელაური სპეცოპერაციაზე: მთავარი მიზანი ნაკლები დანაკარგი იყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ძალოვანი სტრუქტურების მთავარი მიზანი ნაკლები დანაკარგი იყო.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, არსებობდა საფრთხე, რომ მოსახლეობა მძევლად აეყვანათ.

"გვინდოდა, რომ არავინ დაშავებულიყო, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეები და ასევე ჩვენი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. ჩვენი მიზანი ნაკლები დანაკარგი იყო. იყო საფრთხე, რომ მძევლად აეყვანათ მოსახლეობა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი რომელი დაჯგუფების წევრები ან რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან. თუ შევხედავთ იმას თუ დღეს რა ხდებოდა, შეიძლება ვთქვათ, რომ მათ ერთგვარი ტერორისტული აქტი ჩაიდინეს", - განაცხადა გომელაურმა.

სუს-ის ხელმძღვანელმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახსაც მიუსამძიმრა.

"ის იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების მებრძოლი. ასევე დაჭრილები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი უწყების თანამშრომლები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა ამ ერთი ადამიანის დაღუპვა ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თიბისის“ მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი „სიმეტრია ჯიქია“ შენდება
პაპუაშვილი - არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ პირადი ვენდეტა აქვს
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics