2024-04-26 11:29:11, 331 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ პირადი ვენდეტა აქვს
არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც პირადი ვენდეტა აქვს ქართველი ხალხის მიმართ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ევროპარლამენტარები საქართველოს ევროკავშირში ინტერგრაციის პროცესს "იარაღად" იყენებენ. "ევროპარლამენტარები ცდილობენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირა რაც დარჩენილი აქვთ, თავს დაესხნან ქართველ ხალხს. სამწუხაროა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის გამოყენებული იარაღად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის რამდენიმე დეპუტატის მხრიდან. ეს, უპირველეს ყოვლისა, აზიანებს ევროკავშირს, მის პრესტიჟს ქართველი ხალხის თვალში",- აცხადებს პაპუაშვილი. შეგახსენებთ, გუშინ, 25 აპრილს ევროპარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რა წერია რეზოლუციაში, შეგიძლიათ იხილოთ აქ. ავტორი: ექსპრესნიუსი, დრონების თავდასხმის შედეგად ბელგოროდის რეგიონში დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა დაშავებულთა 40-მდე
უკრაინაში შენაერთი შავი არწივის მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა
პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ გატაცებულ მოქალაქეზე - ე.წ. ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი
აფხაზავაზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე - მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
|
ომი უკრაინაშიუკრაინაში შენაერთი შავი არწივის მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა
მედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|