12:47 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 19:49:25, 2985 ნახვა

ეკონომიკა
„ვენდიმ“ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის მონაწილეებს უმასპინძლა

„ვენდიმ“  2017 წლის საბავშვო „ევროვიზიის“ მონაწილეებს 26 მაისის მოედნის რესტორანში უმასპინძლა და ქართველი კონკურსანტის გრიგოლ ყიფშიძის მხარდამჭერი ღონისძიება გამართა.

ევროვიზიის მონაწილეების რვა ქვეყნის დელეგაცია საქართველოს, ალბანეთის, სომხეთის, ირლანდიის, ავსტრალიის, ბელარუსის, კვიპროსის და მაკედონიის ჩათვლით, გულშემატკივრებს შეხვდა და სახალისო გარემოში წინასაკონცერტო განწყობა კიდევ უფრო აიმაღლა.

კონკურსანტებს და მათ მხარდამჭერებს  „ვენდიმ“  განსაკუთრებული გარემო ზალიკო სულაკაურის კარიკატურების ჩუქებით, ილუზიონისტების შოუთი, გრანდიოზული ტორტით,  სასიამოვნო მუსიკითა და კარაოკეთი შეუქმნა. დამატებით, „ევროვიზიის“ მონაწილეებს „ვენდისგან“ ბრენდირებული საჩუქრები ერგოთ.

„ძალიან მოხარული ვართ, რომ წელს საბავშვო ევროვიზია საქართველოში ტარდება. „ვენდი“ ტრადიციულად გულშემატკივრობს და მხარს უჭერს ევროვიზიის კონკურსს. იმედი მაქვს, რომ წელსაც  გამარჯვებას მოვიპოვებთ და ვგულემატკივრობთ გრიგოლ ყიფშიძეს. წარმატებებს ვუსურვებთ მას“, - განაცხადა „ვენდის“  მარკეტინგის დეპარტამენტის  უფროსმა ელენე კოხრეიძემ.

საბავშვო  „ევროვიზიის“ გრანდიოზული კონკურსი 26 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ საბავშვო „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსში ხმის მიცემის წესები შეიცვალა. კონკურსის ისტორიაში პირველად, მაყურებელს ხმის მიცემის საშუალებით შესაძლებლობა მიეცემა მხარი დაუჭიროს საკუთარი ქვეყნის კონკურსანტს.  

„ევროვიზიის“ ოფიციალურ გვერდზე ხმის მიცემა 24  ნოემბრიდან დაიწყება. შესაბამისად, „ვენდი“ ერთგულ მომხმარებელს მოუწოდებს  ქართველ კონკურსანტს მხარი დაუჭირონ.

საბავშვო ევროვიზია 20 ქვეყანაში იქნება ტრანსლირებული და კონკურსში ინტეგრირებული იქნება მინი-ვიდეორგოლები საქართველოს შესახებ, რომლებიც სპეციალურად დამზადდა „ევროვიზიისთვის“ და რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას.

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს
საქსტატი - 2023 წელს, ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა
The Digital Banker-მა „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
TI - საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics