20:22 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 17:41:38, 1921 ნახვა

კომენტარი
სოსო არჩვაძე: თუ საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი, რომ ლარი გაუფასურდება, ეს ასეც მოხდება

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძე ბოლო პერიოდში ლარის კურსის გაუფასურების ტენდენციას საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებს, ტურისტების შემცირებასა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდას უკავშირებს.

როგორც არჩვაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა,  ლარის სიმყარე ფუნდამენტურ-ეკონომიკურ  მდგომარეობასთან ერთად,  საზოგადოების წევრთა განწყობაზეცაა დამოკიდებული.

არჩვაძის შეფასებით, თუ საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობს ნეგატიური მოლოდინი, რომ  ლარის კურსი   გაუარესდება, ეს ასეც მოხდება:

„ერთი იგავის ტოლფასი ხუმრობაა, ამბობენ, რომ იმ თვითმფრინავს ემართება კატასტროფა, რომლის  მგზავრთა შორის  პესიმისტების  რაოდენობა კრიტიკულ მასებს აჭარბებს.

გარკვეულწილად,  ლარის სიმყარე არა მარტო ფუნდამენტურ-ეკონომიკურ  მდგომარეობაზეა დაფუძნებული, არამედ  საზოგადოების წევრთა განწყობაზეც. არის ასეთი ანდაზა-შეძახილმა ხე გაახმოო. თუ საზოგადოების  დიდ ნაწილში არსებობს  ნეგატიური დამოკიდებულება კურსისადმი და მოლოდინი, რომ ის გაუარესდება, ის აუცილებლად გაუარესდება. ამიტომ, გარკვეულწილად საზოგადოების წევრთა ნდობისა  და  ლარისადმი დამოკიდებულების ლატენტური გამოხატულებაა ლარის კურსი. თუ მეტი ნდობა იქნებოდა ლარის მიმართ, კურსი ნაკლებად გაუფასურდება.

რა თქმა უნდა, ლარის კურსზე მოქმედებს  სეზონური ფაქტორებიც და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  ხარჯვითი სტატია არის ნავთობპროდუქტები და ნავთობპროდუქტებზე ფასები იზრდება მსოფლიო ბაზარზე. საქართველო ნავთობპროდუქტების იმპორტიორია, თვეში საშუალოდ  დაახლოებით 120-130 00 ტონა ნავთობპროდუქტის იმპორტი გვჭირდება. მისი ფასის გაზრდა მოითხოვს მეტი რაოდენობით  ვალუტის გატანას ქვეყნის ფარგლებს გარეთ“,-აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

ცნობისთვის, ლარმა ევროსთან მიმართებაში გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics