07:38 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 14:18:40, 2190 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ გიორგაძე: შტატების შემცირება გარდაუვალია

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, შტატების შემცირება გარდაუვალია.

მინისტრის თქმით, უახლოეს პერიოდში სამუშაო შეხვედრები დაიწყება სპორტის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებთან და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული.

გიორგაძემ განმარტა, რომ უწყებებში  შემცირება ადმინისტრაციულ ნაწილს შეეხება.

„ადამიანების რაოდენობის მხრივ ციფრებზე სასაუბროდ, მზად არ ვარ. ოპტიმალური როგორც სტრუქტურა, ისე საშტატო განრიგი უნდა ჩამოვაყალიბოთ. პირველ ხანებში, ალბათ მოგვიწევს ორ შენობაში გადანაწილება, თუმცა  მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ოპტიმალური და იდეალური იქნებოდა, ერთ შენობაში განთავსება ელემენტარული კომუნიკაციის  და კარგი ატმოსფეროს შექმნისთვის. გარდაუვალია შტატების შემცირება“,-განუცხადა „რუსთავი 2“-ს მიხეილ გიორგაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics