2017-11-14 12:45:53, 1882 ნახვა
კომენტარი
მიხეილ ჩხენკელი: განათლებისა და მეცნიერების ხარისხის განვითარება სამინისტროს მთავარი საკითხი იქნება
განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დღეიდან საქმიანობას შეუდგა. როგორც ახალმა მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მალე საზოგადოებას წარუდგენს კონკრეტულ სტრატეგიულ გეგმას, რომლის მიხედვითაც საქმიანობას წარმართავს. „მთელ ჩემს ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეს. გამოწვევები ძალიან ბევრია. გამოწვევები ძალიან ბევრია. მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლებას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი აქვს და განათლების ხარისხის განვითარება იქნება მთავარი საკითხი. ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ძალიან კარგი თაობა მოდის და უნდა შევუქმნათ ყველა პირობა, რომ მათი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზება მოხდეს. ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია ახალგაზრდისთვის, ეს ჩვენი საზრუნავი იქნება. ეს არის ფუნდამენტური საკითხი და ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, ამის შესახებ მალე შეიტყობთ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. ავტორი: , |
ომი უკრაინაშიუკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|