2017-11-08 13:38:26, 7063 ნახვა
კულტურა
დღეს ცნობილი იაპონელი პიანისტის კეიკო მაცუის კონცერტი გაიმართება
SOLO და კომპანია „ალექს პრომოუშენი“ წარმოგიდგენთ იაპონელი პიანისტისა და კომპოზიტორის − კეიკო მაცუის LIVE კონცერტს თბილისში. კონცერტი დღეს, საღამოს 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) გაიმართება. „ნიუ ეიჯისა“ და „ჯაზის“ ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი სპეციალურად ქართველი მაყურებლის წინაშე ყველასათვის ცნობილი ჰიტებით წარსდგება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღავნელობით და უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტი კამოლიდინ ურინბაევის დირიჟორობით. მუსიკოსები უკვე თბილისში იმყოფებიან და კონცერტის წინა გენერალურ რეპეტიციას გადიან. როგორც იაპონელმა პიანისტმა და კომპოზიტორმა კეიკო მაცუიმ SOLO-ში სტუმრობისას აღნიშნა: „დღევანდელ საღამოს მსმენელს ბევრი სიურპრიზი და ძალიან საინტერესო კონცერტი ელის - მე მოხარული, ვარ, რომ კვლავ დავბრუნდი საქართველოში და მიწევს ისეთ არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან მუშაობა როგორიც ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრია, ასევე დღევანდელი კონცერტი იქნება საუკეთესო კოლაბორაცია საქართველოს ეროვნული და უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრების, მსმენელს წინ სასიამოვნო საღამო ელის“. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.SOLO.ge ; http://facebook.com/www.SOLO.ge (R) ავტორი: , TI - საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს
საქსტატი - 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
„თიბისის“ მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი „სიმეტრია ჯიქია“ შენდება
|
ომი უკრაინაშიუკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|