13:37 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 19:43:36, 2082 ნახვა

საზოგადოება
რა უნდა ვიცოდეთ კენჭისყრის პროცედურების შესახებ

არჩევნების დღეს, კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში იმართება.

კენჭისყრის შენობაში შესვლისას ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს უნდა წარუდგინოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა,  ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და გაიაროთ მასთან მარკირების შემოწმების პროცედურა.

თუ აღმოჩნდა, რომ გაქვთ მარკირება, არ მოგეცემათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება;
მარკირების შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ, უნდა მიხვიდეთ სარეგისტრაციო მაგიდასთან და რეგისტრატორს წარუდგინოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის  მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
გაიარეთ მარკირება;
მარკირებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ მოგეცემათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება;
ამომრჩეველთა სიაში თქვენი გვარის გასწვრივ გააკეთეთ ხელმოწერა;
მიიღეთ რეგისტრატორისგან ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული საარჩევნო ბიულეტენი;
კენჭისყრის კაბინაში შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი ერთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი (ყოველ საარჩევნო ბიულეტენში);
თუ დამოუკიდებლად არ შეგიძლიათ შეავსოთ საარჩევნო ბიულეტენი, უფლება გაქვთ, კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოთ ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, დამკვირვებლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა;
თუ გაგიფუჭდათ საარჩევნო ბიულეტენი, მიმართეთ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გადაეცით გაფუჭებული და მოითხოვეთ ახალი საარჩევნო ბიულეტენი;
კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ აიღეთ სპეციალური კონვერტი და დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეთ მასში;
სპეციალური კონვერტი მოათავსეთ საარჩევნო ყუთში;
კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ, საარჩევნო უბანი უნდა დატოვოთ;

ხვალ ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება, 64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი აირჩიოს.

არჩევნებს საარჩევნო სუბიექტების 54 ათასზე მეტი წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 ათასზე მეტი წარმომადგენელი და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი დააკვირდება.

21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში 3 440 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics