2017-09-21 11:01:32, 2062 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ პეკინის რეაბილიტირებული ქუჩა გახსნა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა. როგორც მან აღნიშნა, პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია 2017 წლის ყველაზე მასშტაბური და ამბიციური პროექტია. როგორც ნარმანიამ განაცხადა, სამუშაოების დაწყებამდე იყო ბევრი კითხვა და ეჭვი, თუმცა პროექტი უმოკლეს ვადაში, საკმაოდ წარმატებით დასრულდა. დედაქალაქის მერმა პეკინის ქუჩაზე ჩატარებულ სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ მერიის სხვადასხვა სამსახურისა და კომპანიების „Gwp“-ისა და „Black Sea Group“-ის ერთობლივი მუშაობით, უმოკლეს ვადაში საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები შესრულდა. დავით ნარმანიას თქმით, ქუჩაზე სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის საფარის რეაბილიტაციის პარალელურად, განახლდა ამორტიზებული სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყალმიმღები ჭები, ცენტრალურ კოლექტორთან შემაერთებელი მილები და ჭის თავსახურები, განახლდა ორი მაგისტრალური მილსადენი და ცენტრალური კანალიზაციის კოლექტორი. გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, პეკინიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირის კვეთებში მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, ხოლო კალანდაძისა და პეკინის ქუჩების კუთხეში გაფართოვდა გზა და დაემატა ერთი საავტომობილო ზოლი. „მოეწყო ავტობუსების ზოლები, გაჩერებებზე ახალი მოსაცდელები დამონტაჟდა, გამოიცვალა შუქნიშნები, რომლებიც შშმ პირებისთვის ადაპტირებული ხმოვანი აპარატურით აღიჭურვება. უახლესი ტექნოლოგიით მოეწყო ქვეითთა გადასასვლელები, ველობილიკები და ველოსადგომები. ველობილიკები შესაბამისი ნიშნებით და მონიშვნებით ეტაპობრივად აღიჭურვება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერმა ავტომობილების პარკირების ახალი სქემის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პეკინი-მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე არსებულ სამკუთხედში დაახლოებით 50 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. ჯამში კი პეკინზე პარკირების 205 ადგილი იქნება. (NS) ავტორი: , განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
|
ომი უკრაინაშიკანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|