22:20 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 10:22:04, 2460 ნახვა

მსოფლიო
მექსიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

მექსიკის პრეზიდენტმა ძლიერი მიწისძვრის გამო, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ენრიკე პენია ნიეტომ ​დაზარალებული რეგიონები თავად მოინახულა. 

როგორც მედია წერს, სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო ოპერაციები გრძელდება. მაშველები და სამხედროები ნანგრევებში მოყოლილების გადარჩენას ცდილობენ. მათ შორის არის გოგონა, რომელიც სკოლის ჩამონგრევის დროს მიწისქვეშ აღმოჩნდა. მისი ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

შეგახსენებთ, რომ მექსიკაში 19 სექტმებერს მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. სტიქიის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2 მილიონზე მეტი კი, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამასთან, ნგრევა 40-ზე მეტ ლოკაციაზე დაფიქსირდა. 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics