06:05 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 13:04:36, 2104 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

თბილისის მერი ნაძალადევის რაიონში, ურეკის ქუჩა N4-ში,  ახლად გახსნილ 113-ე   საბავშვო ბაღში იმყოფებოდა.  დავით ნარმანიამ თბილისის  ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად აღსაზრდელებს  ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და  საჩუქრად სახელმძღვანელოები გადასცა. 

“ჩვენ დღეს, ამ კვირის განმავლობაში, მესამე ახალი საბავშვო ბაღი გავხსენით. თემქაზე მოსახლეობას წლების განმავლობაში  აწუხებდა ეს პრობლემა, რადგან მათ ამ უბანში არ ჰქონდათ საბავშვო ბაღი. ამის გათვალისწინებით აქ ყველანაირი წესის დაცვით ავაშენეთ   თანამედროვე,  კომფორტული და ენერგოეფექტური ბაღი. ამ ახალ ბაღში ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ პატარები ღირსეულად აღიზარდონ“- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ბაგა-ბაღს, სადაც ამჟამად 350 აღსაზრდელი ირიცხება კეთილმოწყობილი და გამწვანებული  შიდა ეზო აქვს. ეზოში  განთავსებულია ატრაქციონები და საპარკე ინვენტარი. 

აღსანიშნავია, რომ 113-ე საბავშვო ბაღი ძველი, იმ დახურული ბაღის მიმდებარედ აშენდა, სადაც  წლებია დევნილები ცხოვრობენ. 

10-ჯგუფიანი ბაღი 400 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაგა-ბაღში ამ დროისთვის  დასაქმებულია 75 ადამიანი. 

ბაღის შენობა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთათვის, შენობაში  გათვალისწინებულია ლიფტი და პანდუსები.

N113-ე ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ ხუთი ახალი ბაღიდან, რომელთა მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 2017 წლის შემოდგომაზე შევიდა.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics