2017-09-20 12:33:35, 2485 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ, თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, „გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტის განცხადება. „ განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას“,-აცხადებენ უწყებაში. ავტორი: , |
ომი უკრაინაშირუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 477 430-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 476 460-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|