2024-05-08 15:51:15, 346 ნახვა
პოლიტიკა
ლექსმანი - ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - სირცხვილი „ქართულ ოცნებას“
სირცხვილი "ქართულ ოცნებას",- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი "ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების შესახებ" მონაცემთა ბაზის შექმნაზე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას. ლექსმანი მმართველი პოლიტიკური გუნდის განაცხადს ავტორიტარიზმს უწოდებს. "ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი. სირცხვილი "ქართულ ოცნებას" და მათ, ვინც მის მიერ ქართველი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების განადგურებას ხელს უწყობს",- წერს ლექსმანი X-ზე. ცნობისთვის, დღეს, 8 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, "პარტიული სტრუქტურების მეშვეობით იწყება მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს". ავტორი: ექსპრესნიუსი, რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა
|
ომი უკრაინაშირუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|