2017-09-20 10:32:39, 2278 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარიამ შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონა დაათვალიერა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი გრძელდება. გიორგი გახარია ამჯერად შეხვედრებს შანხაიში მართავს. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ხელმძღვანელობით, შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონა მოინახულეს და მის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონა ჩინეთში ყველაზე დიდია, სადაც როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური 30 ათასამდე კომპანიაა წარმოდგენილი, მათ შორის ქართული ღვინის მწარმოებლებიც. გიორგი გახარიას განცხადებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი იმ გამოცდილების საქართველოსთვის გასაზიარებლად, რომელიც შანხაის თავისუფალ სავაჭრო ზონას გააჩნია. ,,ჩვენ გვაინტერესებს, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, რადგან საქართველოში რამდენიმე თავისუფალი სავაჭრო და ინდუსტრიული ზონა გვაქვს. ვიცით, რომ ჩინეთი თავისუფალი სავაჭრო და ინდუსტრიული ზონების განვითარებაში საუკეთესოა მსოფლიოში. ამ პავილიონებში, სადაც ახლა ვიმყოფებით, ცალცალკე ქვეყნები არიან წარმოდგენილნი და აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ქართული კომპანიები და საქართველო აქ იყოს წარმოდგენილი, მაგალითად, ,,აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. მინისტრის თქმით, აღნიშნულ სავაჭრო ზონაში ქართული ღვინის, წყლის, სოფლის მეურნეობის თუ ინდუსტრიული პროდუქციის მწარმოებლები ადგილობრივ მოსახლეობას ქართულ პროდუქტს გააცნობენ. „ეს არ იქნება მხოლოდ გაცნობა. ეს იქნება გაყიდვებზე მომუშავე არხები - ელექტრონული, ინტერნეტით, ადგილზე მოსვლით მსგავს დარბაზებში და ა.შ. ამიტომ, ძალიან სასარგებლო და შთამბეჭდავია ეს ყველაფერი თავისი მასშტაბურობით. თუმცა, ყველაზე მეტად რაც მოგვეწონა, იყო ის, რომ გამყიდველ და მყიდველ კომპანიებს შორის კავშირი ძალიან გამარტივებულია. ძალიან კარგია ეს ყველაფერი და ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს გამოცდილება გადმოვიტანოთ საქართველოში", -აღნიშნა გიორგი გახარიამ. (NS) ავტორი: , ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა
|
ომი უკრაინაშიუკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|